01:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 15:56:40, 476 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და სესილია მალმსტრომმა სავიზო ლიბერალიზაციის დღის წესრიგი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები და სავიზო ლიბერალიზაციის დღის წესრიგი განიხილეს.

ასევე, საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების,  მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით მთავრობის მიერ გამოთქმულ ახალ ინიციატივებზე.

ხაზი გაესვა ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების  მნიშვნელობას. პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა სესილია მალმსტრომს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი  დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics