|
2025-07-24 13:39:06, 2246 ნახვა
საზოგადოება
ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრების რისკები იზრდება
ტემპერატურის მატება არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეინიშნება, რასაც უკვე მოჰყვა ტყის ხანძარი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში. ესქიშეჰირის პროვინციაში ხანძრის ქრობისას 10 მეხანძრე დაიღუპა 14 კი დაშავდა. ტრაგედიის მიზეზი სტიქიის ზონაში ქარის მიმართულების ცვლილება გახდა, რის გამოც მეხანძრეებმა ტერიტორიიდან გამოსვლა ვერ შეძლეს. ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის საქართველოშიც. ხანძრის მცირე კერებს უკვე ადგილი ჰქონდა, განსაკუთრებით ალპურ ზონებში, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და რეგიონების სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, დროულად იქნა ლიკვიდირებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)