|
2025-07-17 15:28:44, 3267 ნახვა
სამართალი
საქართველოს მოქალაქე ურანს რომელიც ატომური ბომბისთვის გამოიყენება, თურქეთის მოქალაქეზე 3 მილიონ აშშ დოლარად ყიდიდა, იგი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობისა და განკარგვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა რადიოაქტიურ ნივთიერება ურანს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. საქართველოს მოქალაქე ცდილობდა ხსენებული ბირთვული მასალის რეალიზაციას თურქეთის მოქალაქეზე, 3 მილიონ აშშ დოლარად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ორივე მათგანი დააკავა. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით (რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)