|
2025-07-15 15:29:30, 874 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი- ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირი ურყევია
„მე ვიცი, რომ ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის განსაკუთრებული კავშირი ურღვევია და საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. „ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა რობინ დანიგანმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში. დანიგანმა განაცხადა, რომ ის სამუდამოდ დარჩება ქართველი ხალხის ნამდვილ მეგობრად. „გამარჯობა, საქართველო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაგემშვიდობოთ და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი 33-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში არასდროს შემხვედრია ისეთი თბილი, სტუმართმოყვარე და გულუხვი ხალხი, როგორიც ქართველები არიან. მადლობას გიხდით, რომ გულები და სახლები გამიხსენით ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მადლობა თქვენი გულწრფელი სადღეგრძელოებისა და გემრიელი კერძებისთვის, თქვენი ბრწყინვალე პოლიფონიური სიმღერისა და თქვენი უნიკალური კულტურისთვის. ჩვენ ვიმოგზაურეთ ამ ულამაზეს ქვეყანაში სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და მოვინახულეთ თბილისის ყველა კუთხე. სადაც არ უნდა წავსულიყავით, ოჯახის წევრებივით გვესალმებოდნენ. გაოცებულები ვიყავით თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით. ვიცი, რომ ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის განსაკუთრებული კავშირი ურყევია. ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. ერთად მუშაობით ვიცი, რომ შეგვიძლია უკეთესი მომავლის შექმნა ჩვენი შვილებისთვის. ჩემი გულის ნაწილს საქართველოში ვტოვებ და სამუდამოდ დავრჩები ქართველი ხალხის ნამდვილ მეგობრად. დიდი მადლობა და მალე შევხვდებით“, - თქვა რობინ დანიგანმა. 5 ივნისს აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც რობინ დანიგანი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან ტოვებდა. „მე მივიღე პირადი გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და ჩემმა მთავრობამ არ მოითხოვა ჩემი გაწვევა“, - განაცხადა რობინ დანიგანმა. რობინ დანიგანი 2023 წელს საქართველოში აშშ-ის ელჩად დაინიშნა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)