|
2025-07-12 10:18:19, 2113 ნახვა
სამართალი
რიკოთზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მოძრაობა კი შეზღუდულია
რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაუზუსტებლი ინფორმაციით, ის მოზარდია. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ერთმანთსს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის ზუსტი მიზეზი ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. კადრებში ჩანს, რომ ტრაილერის შეჯახების გამო, მსუბუქმა ავტომობილმა ავტომაგსიტრალზე არსებული რკინის ჯებირებიც გაანგრია. ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია - განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)