05:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-20 14:59:59, 713 ნახვა

სამართალი
შსს თბილისში მაღაზიაში მომუშავე ქალბატონის დაჭრას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდებარე სასურსათო მაღაზიის გამყიდველის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,  ადგილი ჰქონდა არა  შეიარაღებულ თავდასხმას, არამედ- ძარცვის მიზნით მაღაზიაში შევარდნას.

" ერთი პირი იყო,  ორი იყო,  რამე წაიღეს თუ არა, დეტალები არვიცი, გამოძიება დაადგენს. იარაღი არ ფიგურირებს",-აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, მაღაზიაში მომუშავე ქალბატონს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის საავადმყოფოში სწორედ ამის გამო გადაიყვანეს, თუმცა ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ იყო, მალევე გამოწერეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის  მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა,  რა დროსაც გამყიდველი  დაიჭრა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics