21:48 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 12:59:10, 641 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ქალაქ იზმირში მეორე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან

თურქეთის ქალაქ იზმირში მეორე ტყის ხანძრებს ებრძვიან. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის, იბრაჰიმ იუმაკლის თქმით, ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს, ოპერაციაში კი 1000-ზე მეტი მეხანძრე, 11 თვითმფრინავი და 27 შვეულმფრენი მონაწილეობს.

მინისტრის თქმით, ძლიერი კვამლის გამო სამი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ისინი მალევე გაწერეს.

ამასთან, მისი ცნობით, იზმირის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი კვამლის გამო ფრენები დროებით შეჩერებულია. ასევე, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში ოთხ სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრით დაზარალებული ტერიტორიის ზუსტი ფართობი ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics