05:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 15:07:09, 843 ნახვა

სამართალი
დიღმის ტყე-პარკში ხე-მცენარეების განზრახ დააზიანების ფაქტი გამოვლინდა

დიღმის ტყე-პარკში ხე-მცენარეების განზრახ დააზიანების ფაქტი გამოვლინდა.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია   სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდეს.

„თბილისის მერიაში შეტყობინება გუშინ შევიდა. მოქალაქეების განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა  ფოთლოვანი ხეები გახმობის მიზნით, სპეციალურად დააზიანეს. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე  ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ 2 ფოთლოვან  ხე-მცენარეს ფესვიდან 60-70 სმ სიმაღლეზე, დაახლოებით 8-10 სმ სიგანით, შემოცლილი აქვს ქერქი.

ამ დროისათვის, სპეციალისტების მიერ  საკითხის კვლევა მიმდინარეობს, ასევე, დედაქალაქის მერიამ ხე-მცენარეების განზრახ დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია   სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, მიღებულ იქნება შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დაზიანებული ხეების მდგომარეობას დღეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი პირადად გაეცნო. ადგილზე იმყოფებოდა დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ასევე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics