00:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 15:28:31, 491 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა.

წიკლაურმა საკონსტიტუციო ცვლილებაზე ისაუბრა, რომელიც ქორწინების შესახებ ჩანაწერს შეეხება.

„ამ თემას "ქართული ოცნება" ახლა აჟიოტაჟის საგნად იყენებს. ეს არის სწორედ იმ კრახის აღიარება, რომელიც მათ გამოიჩინეს ეკონომიკაში, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ქორწინება მართლაც ქალისა და მამაკაცის ერთობაა, მაგრამ ამ საკითხებით აპელირება ხაზს უსვამს, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა კრახი ყველა მიმართულებით", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და დასძინა, რომ აღნიშნული ინიციატივა სამარცხვინოა.

წიკლაურის განცხადებას დეპუტატი ნუკრი ქანთარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამარცხვინოები თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.

კიდევ ერთი დაპირისპირება უმრავლესობის წევრ გიგა ბუკიასა და უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილს შორის მოხდა. ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ვითარების განმუხტვა მანდატურის სამსახურმა შეძლო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics