15:43 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-11 19:00:29, 987 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც კანონპროექტი შემოიღებს, ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულება, რაც გარანტია სამომავლოდ ქუჩაში ძაღლის გაგდების პრევენციისა", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტით სავალდებულო გახდება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, თუმცა, იქნება საგამონაკლისო შემთხვევებიც. ასევე, აიკრძალება ძაღლების უკონტროლო გამრავლება, ხოლო გამრავლების უფლება ექნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საშენს.

გარდა ზემოხსენებულისა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ'' საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვისათვის საპრევენციო ღონისძიებას, კერძოდ, მთავრობის უფლებამოსილებას, გამოაცხადოს მორატორიუმი გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლებაზე. კანონპროექტით, ასევე, იკრძალება ცხოველის მიტოვება, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისათვის, იქმნება მართვის ერთიანი ელექტრონული ბაზა და ინერგება მართვის მრავალი ახალი ინსტრუმენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics