17:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 14:29:35, 759 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - გიორგი ბაჩიაშვილი აბსურდულ ბრალდებას იმიტომ აყენებს, რომ სწორედ ანრი ოხანაშვილის უწყებას მიჰყავს გამოძიება

ანრი ოხანაშვილის გამტაცებლად, კონსპირატორად და ოპერაციების ჩამტარებლად წარმოჩენა არის უსუსური მცდელობა იმისა, რომ გზა-კვალი აურიოს საზოგადოების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა დიდი თანხის მითვისება, მოპარვა, გათეთრება და ა.შ. - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს „აბსურდული ბრალდებაა“, რომელსაც ბაჩიაშვილი მხოლოდ იმიტომ აყენებს, რომ სწორედ ანრი ოხანაშვილის უწყებას მიჰყავს მის მიმართ გამოძიება.

„ჩემი და ჩვენი აზრით, ამ აბსურდულ ბრალდებას იმიტომ აყენებს [გიორგი ბაჩიაშვილი], რომ სწორედ ანრი ოხანაშვილის უწყებას მიჰყავს ეს გამოძიება. მოიტანა მისი გვარი, რომ თითქოს, იგი ინკოგნიტოდ ჩავიდა ქვეყანაში და ქვეყანამ დაუშვა ის, რომ ბაჩიაშვილი გამოაპარა ყველანაირ კონტროლს, თვალებახვეული და გაკოჭილი ჩაასმევინა თვითმფრინავში. რომელი სერიოზული სახელმწიფო დაუშვებს ამას და თუკი ერთი სახელმწიფო მეორეს ეთანხმება, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, ამას არანაირი კონსპირაცია არ სჭირდება. ანრი ოხანაშვილის წარმოდგენა, ადამიანის, რომელიც არც მორალური და არც ინტელექტუალური მონაცემებით არ იმსახურებს ასეთ გააფთრებულ შეტევას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ამაზე შეტევა კონკრეტული პოლიტიკური სარჩულის მატარებელია - იგივე, როგორც შს მინისტრზე შეტევა. ანრი ოხანაშვილის გამტაცებლად, კონსპირატორად და ოპერაციების ჩამტარებლად წარმოჩენა არის უსუსური მცდელობა იმისა, რომ გზა-კვალი აურიოს საზოგადოების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა დიდი თანხის მითვისება, მოპარვა, გათეთრება და ა.შ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ - მთავარია, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე. ზუსტად ვიცით, რომ სულ მცირე საზღვარი გადაკვეთა და საკმაოდ სერიოზული სასჯელიც დაადო სასამართლომ იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩაიდინა. საფუძველი არ არსებობს, რომ ეჭვი შევიტანოთ კანონიერებაში, რასაც სახელმწიფო დამნაშავის მიმართ ახორციელებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics