00:22 - 23 May, 2026
|
2016-03-17 20:17:54, 1281 ნახვა
სხვადასხვა
არქეოლოგებმა ეგვიპტეში სავარაუდოდ ნეფერტიტის სამარხი აღმოაჩინეს
იაპონელმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში სავარაუდოდ ნეფერტიტის სამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა სპეციალური მოწყობილობებით სკანირება ტუტანხამონის სამარხს ჩაუტარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მეცნიერებმა ტუტანხამონის სამარხის უკან 2 საიდუმლო ოთახი აღმოაჩინეს, რომელშიც ორგანული მასალა შენიშნეს. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სწორედ ამ ადგილას ძველი ეგვიპტის დედოფალი იყოს დაკრძალული. არქეოლოგები აღმოჩენილი ოთახებისთვის განმეორებითი სკანირების ჩატარებას გეგმავენ. ცნობისთვის, ნეფერტიტი ეგვიპტელი ფარაონის ეხნატონის მეუღლე იყო. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ეხნატონის შვილი იყო ტუტანხამონიც. მეცნიერები ამიტომ ვარაუდობენ, რომ დედოფლის საფლავიც ფარაონის სამარხში უნდა იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)