|
2025-06-05 15:57:41, 803 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობაო
ჩვენ ვხედავთ, რომ [ევროპარლამენტის რეზოლუციას] გავლენა ექნება გარკვეულ სუბიექტებზე - როგორც ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირთ, ამ გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდათ, ამიტომ, ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ მონაწილეობაო - ახლა იტყვიან, რომ ევროპამ გვითხრაო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია და მოუწოდებენ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. მისი თქმით, ოპოზიციონერები „გამართლებას ასევე იმაში მოძებნიან, რომ სამაგიეროდ იქვე ხომ ჩაწერეს, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ვცნობთო“. „ჩვენ ვხედავთ, რომ [ევროპარლამენტის რეზოლუციას] გავლენა ექნება გარკვეულ სუბიექტებზე. მაგალითად, „ლელო” აქამდე რომ ნელ-ნელა აპარებდა ოპოზიციურ ფლანგს, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობაო, დღეს ამ რეზოლუციამ მას პოლიტიკურ-მორალური გზა გაუხსნა არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი მათი რიტორიკა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და შემდგომ განვითარებული მოვლენები თავიდან ბოლომდე მცდარი და ტყუილზე დამყარებული პოლიტიკური რიტორიკა იყო. დღეს, რა თქმა უნდა, ამის შეცვლა მოუწევთ. როგორც ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირდათ, ამ გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდათ, ამიტომ, ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ მონაწილეობაო. ახლა იტყვიან, რომ ევროპამ გვითხრაო. გამართლებას ასევე იმაში მოძებნიან, რომ სამაგიეროდ იქვე ხომ ჩაწერეს, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ვცნობთო. მოკლედ, ასეთი სამართლებრივ-პოლიტიკური ნონსენსის კასკადი აქვს საქართველოს გარშემო შექმნილი ევროკავშირის ამ სტრუქტურებისა თუ ბიუროკრატიის გარკვეულ ნაწილს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)