|
2025-06-04 11:13:52, 1041 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის ამოცანა და სურვილია, ოპონენტები გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში
ივანიშვილის ამოცანა და სურვილია მისი ყველა ოპონენტი გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში, იძალადოს სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე...ქართულმა სახელმწიფომ წარმოუდგენელ ავტოკრატიულ ჭაობში გადაინაცვლა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. „ამ რეჟიმისგან და სასამართლოსგან მე არანაირი დადებითი მოლოდინი არ მაქვს. ივანიშვილის ამოცანა და სურვილია მისი ყველა ოპონენტი გაანადგუროს და გამოკეტოს ციხეში, იძალადოს სამოქალაქო სექტორსა და მედიაზე. აქ მთავარი არის ერთი რამ - ის რისკი, რომელიც აიღეს დაკავებულებმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, გაუტეხლობა და შემართება ბევრს ნიშნავს. ის გამოხმაურება, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში არსებული ვითარება არის საგანგაშო. ქართულმა სახელმწიფომ წარმოუდგენელ ავტოკრატიულ ჭაობში გადაინაცვლა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)