|
2025-06-03 13:40:48, 505 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ჩვენი მიზანია, საქართველო IT ჰაბი გახდეს
ჩვენი მიზანია, საქართველო ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ჰაბი გახდეს, ქვეყანაში რაც უფრო მეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი შემოვა, მით უკეთესი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილური წინსვლისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ეკონომიკურ განვითარებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები სჭირდება, რომლებიც ქვეყანაში არსებულ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. „ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ჰაბი გახდეს. ამიტომ, საქართველოში რაც უფრო მეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი შემოვა, მით უკეთესი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სტაბილური წინსვლისთვის. ცვლილებებით, სპეციალისტებს, რომელთაც ორწლიანი გამოცდილება აქვთ ინფორმაციული ტექნილოგიების სფეროში და შემოსავლის სახით მიღებული აქვთ არანაკლებ 25 დოლარი, მათ შეეძლებათ, ბინადრობის მოწმობა აიღონ სამი წლის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შემდეგ შესაძლებელი იქნება. ეკონომიკურ განვითარებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები სჭირდება, რომლებიც ქვეყანაში არსებულ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყოფილი იყოს და თანამედროვე სამყარო IT-ის გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)