|
2025-06-02 20:28:18, 750 ნახვა
პოლიტიკა
სტუდენტები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ, სადაც ცოტა ხანში საპროტესტო აქცია დაიწყება, რომელიც უკვე 187-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მანამდე, ილიაუნის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის შენობის წინ გამართეს და დაკავებული სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად ლექციებზე ერთი დღით უარი თქვეს. გაფიცულ სტუდენტებს ლექტორები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. "თავისუფლება ლუკას, თავისუფლება თათიას, თავისუფლება ლიკას" - სკანდირებენ ახალგაზრდები. შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი". მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. რაც შეეხება ლუკა ნაცვლიშვილს, ის ბათუმში აქციაზე დააკავეს და ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)