|
2025-06-01 15:59:24, 1035 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - არცერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს, არცერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში
არცერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს! არცერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში-ბავშვთა დაცვის დღეა დღეს და ყველა პატარას მინდა ვუსურვო ბედნიერი ბავშვობა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნეს წალენჯიხაში, როცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჩამოიყვანეს და წალენჯიხაში „იუვენტუსის აკადემია“ გახსნეს. „არც ერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს! არც ერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში! არ მინდა დღეს მძიმე სტატისტიკაზე გესაუბროთ, ისედაც ყველასთვის ცნობილია… ბავშვთა დაცვის დღეა დღეს და ყველა პატარას მინდა ვუსურვო ბედნიერი ბავშვობა, მდიდარი ქვეყანა მათზე მზრუნველი ხელისუფლებით, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობით! ამ მიზნით, ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შევქმენით წალენჯიხაში, როცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჩამოვიყვანეთ და წალენჯიხაში „იუვენტუსის აკადემია“ გავხსენით. წალენჯიხელ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს „იუვენტუსის აკადემია“ ორი წელია ავარჯიშებს და უკვე მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულშია, რაც ძალიან მეამაყება. ფიზიკური მომზადების გარდა, ბავშვთა კვება, სწავლა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ეს „იუვენტუსის“ საერთაშორისო სტანდარტია, რა გარემოშიც ეს ბავშვები ცხოვრობენ და ვითარდებიან! მალე თბილისშიც გავხსნით, მაგრამ მანამდე დიდი ბრძოლა გვაქვს მოსაგები ამ ქვეყნის და ჩვენი ბავშვების გადასარჩენად! ეს დღე მალე დადგება“,- წერს ხაზარაძე.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)