|
2025-05-31 13:29:34, 856 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბაჩიაშვილზე - როდესაც ადამიანს 11 წელი აქვს შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, ეს თავიდან ბოლომდე კანონიერია
რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი უწყებები ბაჩიაშვილის ინფორმაციით, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში ისე ჩამოიყვანეს. პრემიერის თქმით, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ოპერაცია, ის არის თავიდან ბოლომდე კანონის ფარგლებში. „ესეც რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში, არამარტო კომპლიმენტები, არამედ ღირსების მედალიც, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით შესაბამისი ოპერაციის ავტორებს", - განაცხადა პრემიერმა. რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მის დაკავებასთან დაკავშირებით, კობახიძის თქმით, „ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ სუს-მა შეიძლება ინატროს“. „რაც შეეხება იმ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება ანონსების დონეზე, მე არ ვიცი, შეიძლება, პიარში ფულს უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან ბაჩიაშვილს, ან „ტვ პირველს", ან ორივეს ერთად, ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სასწაული ოპერაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და დამნაშავე, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა სასჯელი მძიმე დანაშაულისთვის, ოპერაციის საფუძველზე ჩამოიყვანა საქართველოში. ასეთი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება სუს-მა ინატროს, „მოსადსაც“ კი შეშურდებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება. არ ვიცი, რას უხდიან ნოდარ მელაძეს, მე ვიცი, რომ თავის დროზე, მას უხდიდნენ გარკვეულ თანხებს კონკრეტული შენობიდან, შეიძლება ეს პროცესი გრძელდება, ამაზე უნდა ვკითხოთ უსაფრთხოების სამსახურს“,- განაცხადა პრემიერმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)