|
2025-05-29 20:20:44, 818 ნახვა
პოლიტიკა
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ევროპა მზად არის იბრძოლოს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ევროპა მზად არის, იბრძოლოს დემოკრატიისა და თავისუფლების ძირითადი ღირებულებებისთვის. ფრიდრიხ მერცი ამგვარად გამოეხმაურა თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გამოსვლას, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპას საფრთხე შიგნიდან ემუქრება და ეს საფრთხე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა. აახენში ურსულა შარლემანის პრიზით ფონ დერ ლაიენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპას არ სურდა აშშ-თან ტარიფების დავის ესკალაცია. „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თავისებურად დაგვიპირისპირა კითხვა მიუნხენში. რა არის ის, რასაც ჩვენ, ევროპელები ერთად ვიცავთ? რა არის ის, რასაც ჩვენ ერთად ვუჭერთ მხარს? ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ გვაქვს ყველაზე ძლიერი და საუკეთესო პასუხი ამ კითხვაზე, რაც კი წარმოგიდგენიათ. ეს არის ის, რომ ჩვენ ევროპაში მხარს ვუჭერთ, რაც საუკუნეების განმავლობაში ერთად შევქმენით, განვავითარეთ და მივაღწიეთ, უამრავი წარუმატებლობისა და კატასტროფების გავლით. ასევე რისთვისაც ვიბრძვით, კერძოდ კი, რწმენისთვის, რომ თავისუფლება და დემოკრატია იმსახურებს მხარდაჭერას და თუ საჭიროა, ბრძოლას შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. ეს განცხადება ფრიდრიხ მერცმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი დღით ადრე აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სავიზო აკრძალვას დააწესებს უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც ამერიკელებს ცენზურას უწესებენ. როგორც „როიტერი“ წერს, ეს შეიძლება, შეეხოს იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც სოციალური ქსელების ამერიკულ კომპანიებს არეგულირებენ.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)