|
2025-05-26 13:10:52, 458 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - დღეს ჩამოდის ევროპარლამენტის დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ფაშისტური განცხადებებით გამორჩეული ლიეტუველი დეპუტატი
ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიეტუველი დეპუტატი, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით - იმედია, პირველი, რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში საღამოს დაგეგმილ აქციას, სავარაუდოდ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე შეუერთდება. მისივე თქმით, „ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება, რომ ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს და ვინც მას ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე, აპრიორი ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები“. „ვნახეთ, რომ ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოდის ევროპარლამენტის გარკვეული დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ლიტველი დეპუტატი, რომელიც გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით. იმედი მაქვს, რომ პირველი, რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, ბოდიშს მოიხდის ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის. ეს ყველაზე კარგი მაგალითია იმის, რომ სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ის, ვინც სააკაშვილს იხუტებს, ვინც სააკაშვილს ხელისუფლებას უმაგრებდა თავის დროზე, აპრიორი დეფინიციითვე, ვერასდროს გახდებიან საქართველოს მეგობრები და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მტკიცდება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)