|
2025-05-24 10:44:24, 689 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის ცნობით, ირაკლი კობახიძისადმი მისალოც წერილში ერდოღანი ყურადღებას ამახვილებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ისევე როგორც ამჟამად, მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას რეგიონის წარმატების, სტაბილურობისა და აღორძინების მისაღწევად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს ,კეთილდღეობა“, – ნათქვამია ერდოღანის მისალოც წერილში. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)