01:01 - 26 May, 2026
|
2025-05-24 09:35:18, 642 ნახვა
პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - ზურაბ ჯაფარიძის დაკავება უსამართლოა, კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს
ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემაძრწუნებელი და უსამართლოა, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“, - წერს ჯინ შაჰინი. მისი თქმით, დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს დაუჭერს. „დემოკრატიისთვის ბრძოლაში ყოველთვის მამაცი ქართველი ხალხის გვერდით დავდგები და ვამაყობ, რომ კონგრესში ორპარტიულ ძალისხმევას ვუძღვები, “MEGOBARI აქტს”, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნავს ჯინ შაჰინი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)