|
2025-05-23 17:02:37, 861 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე უპირველესად დავსვით ზურა ჯაფარიძის დაკავების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებაზე და რეპრესიებზე ისაუბრეს. ამასთან, ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩის პოზიციაზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღების საკითხიც იყო. „ელჩის პოზიციებზე მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გავიმეორო, ჩვენ რა საკითხები დავსვით - უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზურა ჯაფარიძის დაკავება და ზოგადად, ის პოლიტიკური რეპრესიები, რასაც ქვეყანაში ვხედავთ, რომელიც არის ანტიეროვნული და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არა მხოლოდ ცივილიზაციურად, ასევე ინსტიტუციურად და გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ასევე, ვისაუბრეთ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის“, - განაცხადა ბოკუჩავამ. მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მთელი ქართული დიპლომატია უნდა მუშაობდეს. „სამწუხაროდ, „ქართული დიპლომატია და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მხოლოდ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მსახურებით არის დაკავებული. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ“, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინკის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)