|
2025-05-23 09:41:39, 1161 ნახვა
საზოგადოება
23 მაისი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევარში სამხრეთ მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან სამხრეთ მთიან რაიონში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +19, +24°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან სამხრეთ მთიან რაიონში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +12, +17°, ზოგან +23°-მდე. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+15°.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)