|
2025-05-21 12:16:55, 836 ნახვა
მსოფლიო
ირანის პარლამენტმა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება დაამტკიცა
ირანის პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. რუსეთსა და ირანს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება მხარეებს შორის სხვადასხვა ორმხრივი ინტერესების მქონე სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით იმუშავებენ, ასევე რეგიონულ და გლობალურ დონეზე მჭიდროდ ითანამშრომლებენ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა შეთანხმებას ხელი 2025 წლის 17 იანვარს, მოსკოვში მოაწერეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი 21 აპრილს მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)