03:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-19 15:57:20, 682 ნახვა

პოლიტიკა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდება

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა, რომლის მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდება.

ცვლილებებით, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება და გაუქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.

ცვლილებებით, აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის ის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics