11:12 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 17:55:59, 819 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - თუ ომის დასრულებაზე ამ კვირაში პროგრესი არ იქნება, EU რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, თუ მიმდინარე კვირაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება, ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს. 

"ჩვენ ველოდებით პუტინის თანხმობას და ვთანხმდებით, რომ თუ ამ კვირაში რეალური პროგრესი არ იქნება, ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ ევროპულ დონეზე, რათა მნიშვნელოვნად გავამკაცროთ სანქციები" – თქვა მერცმა საბერძნეთის პრემიერმინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე. 

მერცის მიხედვით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებზე. 

11 მაისის ღამის განცხადებაში პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების უპირობო განახლება შესთავაზა. ამით რუსეთმა უარი თქვა უკრაინისა და დასავლეთის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. 11 მაის აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმებულიყო შეთავაზებას.

11 მაის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთისგან 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას ელოდა და 15 მაისს პირადად შეხვდებოდა პუტინს თურქეთში, თუ ის გამოცხადდებოდა. 

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი, რომ საჭიროა მოლაპარაკებებში პროგრესის მოიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობის პროცესს დატოვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics