12:06 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 13:15:35, 914 ნახვა

მსოფლიო
ელისეს სასახლე - დეზინფორმაცია იმ დონემდე მიდის, რომ უბრალო ხელსახოცს ნარკოტიკად ასაღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე პლატფორმა X-ზე წერს, რომ ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და კირ სტარმერის კიევისკენ მიმავალ მატარებელში ყოფნის კადრებში მაგიდაზე უბრალო ხელსახოცი დევს.

"როდესაც ევროპული ერთიანობა მიუღებელი ხდება, დეზინფორმაცია იმ დონემდე მიდის, რომ უბრალო ხელსახოცს ნარკოტიკად ასაღებს". - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე წერს, რომ ეს ყალბი ამბავი ვრცელდება საფრანგეთის მტრების მიერ - როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

"მანიპულაციების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ". - აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე, 11 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ტელეგრამში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც ის საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს მშვიდობის პროცესის ჩაშლასა და ნარკოდამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

"მას შემდეგ, რაც ზელენსკის მორიგი ჯოჯოხეთური ინტრიგისკენ უბიძგეს, რომელიც ევროპაში სისხლისღვრის გაგრძელებასა და მშვიდობის პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად, როგორც ანეკდოტში, ფრანგი, ინგლისელი და გერმანელი ჩასხდნენ მატარებელში და ჩაბერეს.
როგორც ჩანს, იმდენად, რომ ჟურნალისტების მოსვლამდე ნივთების (პაკეტისა და კოვზის) დამალვა ვერ მოასწრეს". - წერს ზახაროვა.

მისი თქმით, ევროპის ბედს "ყველა გაგებით დამოკიდებული მედროვეები წყვეტენ".

ზახაროვა პოსტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებითაც წერს.

"2022 წელს ერთ დასავლელ ელჩს ვკითხე, როგორ შეგიძლიათ მიაწოდოთ იარაღი გაუწონასწორებელ ნარკომან ზელენსკის? ის ხომ წლებია კოკაინს იღებს? მივიღე პასუხი, "ეს ევროკავშირისათვის ნორმალურია. ბევრი დასავლური სახელმწიფოს ლიდერი მომხმარებელია". - წერს ზახაროვა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი და გერმანიის კანცლერი 10 მაისს კიევში მატარებლით ერთობლივად ჩავიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics