|
2025-05-09 21:13:01, 643 ნახვა
პოლიტიკა
რატი ამაღლობელი - ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე!
თითქოს ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი ითქვა, მაგრამ არის დღეები, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის იდეალები, ის ღირებულებები, რისთვისაც ვიბრძვით. არის ყველაფერი ნათქვამი და ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ხაზზე! - ასე მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოეტმა რატი ამაღლობელმა. ევროპის მოედანზე მიმდინარე აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა, მოქალაქეები კი ანთებული ფანრებით შეეგებნენ აქციის დაწყებას. „მოგესალმები საქართველო, ყველაზე მებრძოლო საქართველო, მტკიცე საქართველო, გაუტეხელო საქართველო, სიყვარულით აღსავსე საქართველო, გამარჯვებისთვის მზად მყოფო საქართველო! ჩვენ უკვე, მეორე წელია, საპროტესტო წინააღმდეგობის მოძრაობა აღვნიშნავთ ერთად, ევროპის დღეს აი, აქ, ამ ადგილზე. გახსოვთ შარშანდელი დღე, მნიშვნელოვანი დღე, დღე, როდესაც ჩვენ, ყველამ ერთად მტკიცე „კი” ვუთხარით ევროპას და ვუთხარით თავისუფალ საქართველოს და სიმბოლურზე უფრო მეტია, რომ მეორე წელია, ჩვენ აქ ვიკრიბებით ევროპის დღის აღსანიშნავად, ამ ადგილზე, სადაც არაერთხელ დაიწერა და აღსრულდა საქართველოს ისტორია. ადგილი, რომელიც სავსეა ჩვენი გმირების ხმით, ჩვენი გმირების ისტორიით, საქართველოს ისტორიით, თავისუფლების ისტორიით, თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიით. ჩვენ დაგვცქერიან ტაძრები, რომლებიც, ყველანი ერთად სიმბოლოა საქართველოს ბრძოლის, საქართველოს ევროპული არჩევანის. როდესაც ნანა დედოფალმა და მირიან მეფემ მიიღეს ქრისტიანობა, საქართველო საბოლოო დაუკავშირდა ცივილიზაციას, კაცობრიობას, კულტურას, განვითარებას. ქალაქის ეს პატარა მონაკვეთი სავსეა მრავალფეროვნებით, სავსეა ისტორიით, სავსეა მრავალმხრივობით - აი, ეს პატარა ადგილი არის პატარა ევროპა საქართველოში, სადაც თანაცხოვრობს უამრავი კულტურა, რელიგია და ატარებს ძლიერი საქართველოს, ერთიან საქართველოს, სიმბოლოს საქართველოს დაუღალავი ბრძოლისა და მისი კულტურული ძალისხმევისა, რომელიც მოდის დაუღალავად და მოდის დღემდე. თითქოს ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი ითქვა, მაგრამ არის დღეები, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის იდეალები, ის ღირებულებები, რისთვისაც ვიბრძვით. არის ყველაფერი ნათქვამი და ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ხაზზე! როდესაც საქართველო თავისუფალი იყო, დამოუკიდებელი იყო და ინარჩუნებდა საკუთარ თავისუფლებას, აი, ამ ხიდზე და ძველ ხიდზე, რომელიც აქ იყო, გადიოდა უმნიშვნელოვანესი გზა. აი, აქ იკრიბებოდა და თავს იყრიდა უმნიშვნელოვანესი გზები, შემოდიოდა დიდი საქარავნო გზები, რომელიც საქართველოს აკავშირებდა ცივილიზაციასთან, ევროპასთან და აქედან შავი ზღვის გავლით მოძრაობდა კაცობრიობა, მოძრაობდა სამყარო, მოძრაობდა ეკონომიკა, მოძრაობდა კულტურა და საქართველო იყო ღია მთელი სამყაროსთვის და ეს იყო მისი ძალა. როდესაც საქართველო კარგავდა დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მას ეპატრონებოდა უცხო ძალა, ეს გზები იკეტებოდა, საქართველო ექცეოდა იზოლაციაში და ეკონომიკის, კულტურის, განვითარების ნაცვლად, ამ გზებზე წითელი ტერორი დადიოდა. ჩვენ აღარ დავუშვებთ ამ ტერორს! დღეს, ევროპის დღეს, მნიშვნელოვანია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი იდეალები - სიყვარულის, მეგობრობის, რწმენისა და თავისუფლების ღირებულებები. სწორედ ამ ღირებულებების დაცვის გამო, ჩვენ დღეს, საუბედუროდ, გვყავს სინდისის პატიმრები, მაგრამ ეს ხალხი, თავიანთ ოჯახებთან ერთად, თავიანთ მშობლებთან ერთად ასხივებენ სიმტკიცეს, ასხივებენ იმედს, ასხივებენ ძალას, დიდება და თავისუფლება მათ!” - მიმართა აქციის მონაწილეებს რატი ამაღლობელმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)