|
2025-05-09 12:18:27, 702 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ესტონეთის სანქციაზე - ეს არის საინფორმაციო ხმაური
ეს არის საინფორმაციო ხმაური - ასე კვირაგამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები თავის თანამემიტინგეებს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას შეეხებოდა, რითაც მათ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმეს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას ესტონეთის ეს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია. „ეს არის საინფორმაციო ხმაური. გადაწყვეტილება. რომელიც იქნა მიღებული ორი თვის წინ. ასე კვირაგამოშვებით უნდათ, რომ მისცენ საკვები ანუ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საკვები თავის თანამემიტინგეებს. გახსოვთ, რომ ის მონაწილეობდა „ენჯეო“ და რადიკალურ ოპოზიციასთან ანტიქართულ აქციაში. ასე რომ, მისი მხრიდან ეს ნაბიჯები გასაკვირი არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)