|
2025-05-07 15:51:34, 663 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „მეგობარი აქტი“ სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი, გაიმარჯვა „დიფ სთეითმა“
„მეგობარი აქტი“ სინამდვილეში არის აბსოლუტურად მტრული აქტი, კიდევ ერთხელ ვლინდება ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ა.შ. ამის გაგრძელებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, აღნიშნული აქტის მიღებით გამოჩნდა, რომ „დიფ სთეითმა“ გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“. „როგორ შეიძლება „მეგობარი აქტი“ ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის განმსჭვალული. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. როცა ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში „დიფ სთეითმა“ სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ამ რამდენიმე დღის წინ. დღესაც შეგვიძლია ვთქვათ და ჯერ კიდევ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს თუ ასე მოხდება, დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ. მაგალითად, ჯო უილსონი არის თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითი“. ის არ არის ტრამპის გავლენის ქვეშ. ამ შემთხვევაში ტრამპზე გაიმარჯვა „დიფ სთეითმა“, მაგრამ მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპი აჯობებს „დიფ სთეითს“. უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)