|
2025-05-06 10:54:23, 634 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის პასუხია ყველა იმ დანაშაულზე, რაც „რუსულმა ოცნებამ“ 13 წელიწადში ჩაიდინა
„MEGOBARI აქტი“ რეალურად ქართველი ხალხის პასუხია ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც „რუსულმა ოცნებამ“ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ნამდვილად იქცა „ქართულ კოშმარად“. „MEGOBARI აქტი“, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც „რუსულმა ოცნებამ“ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა! კი, „ქართული ოცნება“ ნამდვილად იქცა „ქართულ კოშმარად“, როცა ღირსება აყარა სასამართლოს; მოკლა ინსტიტუციები; ფიზიკურად იძალადა ხალხზე; დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას; დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე; დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა. დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და „MEGOBARI აქტი“ სწორედ ამის წინაპირობაა! გზავნილი მიღებულია - ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას“, - წერს ხაზარაძე. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)