|
2025-05-03 17:57:20, 1067 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად ლევან მიქაბერიძე აირჩიეს
მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ლევან მიქაბერიძე აირჩიეს. ლევან მურუსიძის ინფორმაციით, მიქაბერიძე 290 ხმით აირჩიეს და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი მოსამართლე წევრის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოსამართლე ლევან ნადარაიამ საბჭო დატოვა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. ვინ არის ლევან მიქაბერიძე? "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ცნობით, ის ე.წ. კლანის ერთ-ერთი წევრია. ორგანიზაციამ გასულ წელს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიქაბერიძე 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მეუღლის უძრავ ქონებებს მალავს. ამ პერიოდში მიქაბერიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)