|
2025-05-02 15:39:35, 714 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ზიანს მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ზიანს მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. ორბანის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ იქნება სასარგებლო უნგრეთისთვის, რადგან ის საფრთხეს უქმნის უნგრეთის ეკონომიკას. ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა ომის გამო სამი წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდი ევრო დაკარგა. მისივე თქმით, ქვეყანას არ ექნებოდა ასეთი ეკონომიკური პრობლემები, თუ უკრაინისთვის გაგზავნილი თანხები ევროპის ეკონომიკაში დარჩებოდა. „თუმცა ევროპელი ლიდერები განაგრძობენ ომისკენ სწრაფვას და უკრაინის მხარდაჭერას ამერიკული ხელმძღვანელობის ნების წინააღმდეგაც კი. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისა და უკრაინის არმიის დაფინანსება და მხარდაჭერა შეერთებული შტატების გარეშე“, – განაცხადა ორბანმა. ამასთან, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მნიშვნელოვან პრობლემად უკრაინული არმიის შენახვის აუცილებლობა დაასახელა. „ფული, რომელიც მათ იქ უნდათ დახარჯონ, შეგვეძლო, სახლში დაგვეხარჯა. ფული, მათ შორის ჩვენი, მათ უკრაინაში ურიკებით მიაქვთ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, „ევროპის სახალხო პარტიას“ სურს უკრაინის ევროკავშირში შეყვანა, რაც უნგრეთის ეკონომიკას გაანადგურებს. ვიქტორ ორბანმა მოუწოდა მოქალაქეებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მონაწილეობა მიიღონ შესაბამის გამოკითხვაში. „ბრიუსელში ფიქრობენ, რომ უკრაინის დასაფინანსებლად საჭიროა უზარმაზარი ერთობლივი სესხის აღება, რადგან ევროკავშირის ლიდერებმა იციან, რომ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ორბანმა. მისივე თქმით, ახლა საჭიროა ევროპის ვალებში ჩაძირვის თავიდან აცილება. შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მოსახლეობაში გამოკითხვას ჩაატარებს, სურთ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. ბუდაპეშტში 29 აპრილს გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა და უნგრეთი შეთანხმდნენ რეგულარულ კონსულტაციებზე, რათა განბლოკონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ვიქტორ ორბანმა უკვე საჯაროდ მისცა ხმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)