|
2025-05-02 12:28:34, 700 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ - ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა, არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ახალაიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა, არა მხოლოდ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდები, არამედ, საკონტროლო გასროლაც განახორციელეს, რაც განაჩენშიც წერია, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებულ „ნავთლუღის სპეცოპერაციაზე“ საუბრისას განაცხადა. საგამოძიებო კომისია სპეცოპერაციისას მოკლულ მარად ართმელაძის მამას, მიხეილ ართმელაძეს უსმენს. „თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე, მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა“, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში. უშიშროების სამსახური რომ ებარა, იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა - ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში. თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ, სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შვილი აღიარებულ იქნა, როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)