|
2025-04-30 20:11:25, 807 ნახვა
პოლიტიკა
წინააღმდეგობის პლატფორმა ევროკავშირის ელჩს და ევროპულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
დღეს, 30 აპრილს საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმა" (პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით და სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პლატფორმა) ევროკავშირის ელჩსა და ევროპული ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო წარდგენითი შეხვედრა, სადაც სტუმრები პლატფორმის მუშაობის ფორმატს გაეცნენ, გაიმართა დისკუსია ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგთან მიმართებით და მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლატფორმის ერთ-ერთი ქვეჯგუფი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაზე მუშაობს, მუდმივ კავშირში იქნება დღევანდელ სტუმრებთან. "ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ რეალურად მოვამზადოთ კოალიციური მთავრობა. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საკითხს, რომ არჩევნები უთუოდ დაინიშნება, საპარლამენტო არჩევნები, ე.ი. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არამხოლოდ არჩევნებისთვის, უნდა ვიყოთ მზად არჩევნების შემდეგი დღისთვის, ანუ კოალიციური მთავრობისთვის. [...] ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს ძალიან მწირე და ეს ყველამ იცის და ის ქვეყნები, რომლებიც ესწრებოდნენ დღეს ჩვენს შეხვედრას, მათი გამოცდილებაა, რომ რთულია კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბება და ჩვენ წინსწრებით რომ ამას ვამზადებთ, არის ნიშანი თუ რამდენად სერიოზულად ვუყურებთ ჩვენს მომავალს. [...] ასევე იყო დისკუსია ევროკავშირის პოლიტიკასთან ჩვენს მიმართ: როგორი არის და როდის ჩამოყალიბდება ერთობლივი პოზიცია. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ის, რომ თვით ევროკავშირში არის განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა ქვეყნების, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ, რაც დღეს ხდება საქართველოში, რომელიც არის არამხოლოდ საარჩევნო კრიზისი, არამხოლოდ კრიზისი, რომელიც გამომდინარეობს პრემიერის გამოცხადებუული ახალი პოლიტიკით (28 ნოემბრის შედეგები), არამედ უკვე სისტემატური განადგურება დემოკრატიული ინსტიტუტების და თვით სახელმწიფოსი. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად უკვე აღქმული ჩვენი ევროკავშირის პარტნიორებისგან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ჩვენ შევთანმხდით იმაზე, რომ ჩვენი ერთ-ერთი ქვეჯგუფი, რომელიც მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, ის იქნება მათთან მუდმივ კავშირში ახალი ჩვენი პოზიციების გასაზიარებლად, მაგრამ ასევე, როცა საჭირო იქნება, ჩვენ ამ ფორმატშიც შევხვდებით მათ" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)