|
2025-04-30 14:26:49, 593 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო და წმინდა მარია მაჯორეს ბაზილიკაში მის ხსოვნას პატივი მიაგო. ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა იტალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან - იტალისს სენატსა და პარლამენტის ქვედა პალატაში და იტალიის დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე ელი შლეინთან. პრეზიდენტი შეხვდა სენატის ევროპულ კომისიას თავმჯდომარეს, ჯულიო ტერცის და სენატის ევროპული კომისიის წევრ ფილიპო სენსის, ასევე, პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ლია კუარტაპელეს, პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის წევრებს: ანდრეა კაზუს, პატრიცია მაროკოს, ფედერიკა ონორის, რიკარდო მაჯის, მატეო ანჯიოლის. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში არსული პოლიტიკური ვითარებას, პოლიტპატიმრებისა და განსაკუთრებით, მზია მაღლობელის საქმესთან დაკავშირებული პროცესებს და დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ევროკავშირის აქტიური ჩართულობა და იტალიის, როგორც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და ასევე, ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. პრეზიდენტმა იტალიელ პოლიტიკოსებს ,,წინააღმდეგობის პლატფორმის” სამოქმედო ხედვები და მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ ქვეყენაში კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა. სალომე ზურაბიშვილმა კვირაცხოვლობის დღესასწაული რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოში ქართულ დიასპორასთან ერთად აღნიშნა. პრეზიდენტის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, 5 ინტერვიუ შედგა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)