|
2016-03-15 18:19:34, 678 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მაკრო ეკონომიკურ პარამეტრებს,სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, უცხოური ინვესტიციებით და დონორების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს. სტუმრებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებათა შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა კომპანიის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას ეხება. კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტის მიზანია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაცნობა. თბილისში ისინი 2015 წლის შემოდგომაზე იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)