|
2016-03-15 17:10:19, 413 ნახვა
პოლიტიკა
თვითმმართველობის წევრები რექტორს სთავაზობენ, რომ თუ გაგდადგება, მაშინ მანდატს თვითმმართველობაც დათმობს
თვითმმართველობის წევრის გიორგი სარალიძის განცხადებით, ამ წუთებში რექტორ ვლადიმერ პაპავასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს. სარალიძის თქმით, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, თვითმმართველობის წევრებმა ვლადიმერ პაპავას შესთავაზეს, რომ თუ ის დატოვებს თანამდებობას, ამ მოწვევის თვითმმართველობა საკუთარ მანდატს დათმობს და ახალი თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება. თუმცა, სარალიძის განმარტებით, ვლადიმერ პაპავა ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს და რექტორობიდან გადადგომას არ აპირებს. თვითმმართველობის წევრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგება და მიმდინარე მოლაპარაკებები კონსესუსით არ დასრულდება, სტუდენტური შიმშილობა დაიწყება. მედიისთვის ცნობილი იყო, რომ თვითმმართველობის რამდენიმე წევრს შიმშილობა ჰქონდა დაწყებული. მათ შორის თვითმმართველობის პრეზიდენტსაც, რომელმაც ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა როგორც ახლა გიორგი სარალიძე ამბობს, ამ წუთის მდგომარეობით, თვითმმართველობის არც ერთი წევრი არ შიმშილობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)