|
2025-04-28 18:25:44, 714 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესსპიკერი - პუტინმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა, დონალდ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ხილვა სურს
დონალდ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა სურს , - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას. „პრეზიდენტ ტრამპს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა სურს. როგორც ვიცი, პუტინმა დღეს დილით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წამოაყენა. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ მას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ხილვა სურს, პირველ რიგში, მკვლელობების დასასრულებლად, სისხლისღვრის შესაჩერებლად“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა. ამასთან, ვატიკანში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კეროლაინ ლევიტმა უპასუხა, რომ დონალდ ტრამპი „ორივე ქვეყნის ლიდერით [ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი] იმედგაცრუებულია“. „მიუხედავად ამისა, ის ოპტიმისტურად განწყობილი რჩება, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლია, მაგრამ ასევე, რეალისტურადაც არის განწყობილი, რომ ორივე ლიდერი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მივიდეს და ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)