|
2025-04-23 17:49:31, 826 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - მიწისძვრის შედეგად სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია
სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია, - ამის შესახებ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. „ჯერჯერობით არავის დაურეკავს 112-ში და დახმარება არ უთხოვია, რომ სახლი ან შენობა ჩამოინგრა“, - განაცხადა ალი იერლიკაიამ. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად, გზატკეცილებსა და აეროპორტებში დაზიანება არ დაფიქსირებულა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ვითარებას ყურადღებით აკვირდება“. შეგახსენებთ, დღეს თურქეთში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ბიძგები სტამბოლში იგრძნობოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)