11:52 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 11:45:42, 857 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - საფუძვლები, რის გამოც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვირღვევია

ვიზალიბერალიზაცია არის მეგობრული ჟესტი ორივე მხარის მხრიდან და თუ შენ ამ ვიზალიბერალიზაციას, მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსს სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი?, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი მანიპულაციის საშუალებაა.

მაჭარაშვილი იხსენებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომ "ევროკავშირი ამერიკას უსამართლოდ ექცევა" და კითხვას სვამს, ამის შემდეგ "რატომ გვიკვირს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია, უსამართლოდ მოექცევა საქართველოს?!"

"სამწუხარო მოცემულობაა ის, რომ ევროკავშირის მხრიდან ჯერ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა სავაჭროდ და მანიპულაციებისთვის. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, უკვე მოლაპარაკებების გახსნის მექანიზმი იყო გამოყენებული მანიპულაციებისთვის. ახლა ვიზალიბერალიზაცია ხდება მანიპულაციის საშუალება. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ ის საფუძვლები, რის გამოც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვირღვევია, შესაბამისად, ზოგადად, რატომ დგება ეს საკითხი, მათ შორის, "ნაცმოძრაობის", მხრიდან დღის წესრიგში? გეტყვით რატომაც დგება. ზუსტად იმიტომ, რის გამოც კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა დგებოდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვიყავით ყველა მონაცემით, მაგრამ იმათ მისცეს [სტატუსი] და ჩვენ არა. ე.ი. მანიპულაციის საშუალება იყო. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ამას. ვიზალიბერალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეს არის მეგობრული ჟესტი ორივე მხარის მხრიდან და თუ შენ ამ ვიზალიბერალიზაციას, მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსს სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი?! მე შეგახსენებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებს და მე მგონი, ამით დამტკიცდება ყველაფერი - აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა შეერთებულ შტატებს და ახლა რატომ გვიკვირს ჩვენ რომ ევროკავშირის ის ბიუროკრატია, სამწუხაროდ, უსამართლოდ მოექცევა საქართველოს?!" - განაცხადა მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics