|
2025-04-23 10:15:39, 851 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში როსგვარდიის გენერალი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულია როსგვარდიის ციფრული განვითარებისა და თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალი მიხაილ ვარენცოვი. რუსი გენერალი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი, საქმის ზუსტი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ვარენცოვი თაღლითობის სხვა საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს, რომელშიც როსგვარდიის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, ნიკოლაი ჩეპკასოვის სახელი ფიგურირებს. 20 მარტს ასევე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს როსგვარდიის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლაი ჩეპკასოვი. ჩეპკასოვის საქმის დეტალებიც ამ ეტაპზე გასაჯაროებული არ არის. როსგვარდია 2016 წელს ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შექმნილი ძალოვანი სამხედრო სტრუქტურაა, რომელიც რეგულარული არმიისგან განსხვავებით არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)