|
2025-04-18 13:48:02, 580 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ EU-თან უვიზო რეჟიმი გაუქმდება
“ქართული ოცნების” განაყოფის, “ხალხის ძალის” წევრი სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ სუბარმა “რადიო სივრცეში” სტუმრობისას განაცხადა. “შესაძლებელია” – დასძინა სუბარმა. ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფალი ევროპის რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რამდენიმე თვეში მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც ბრიუსელს გაუმარტივებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ყველა იმ ქვეყანასთან, ვისთანაც ასეთი რეჟიმი აქვთ. სოზარ სუბარმა უვიზო რეჟიმის პოტენციური შეჩერება წინასწარვე დაუკავშირა “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომ თითქოს ვინმე ევროპაში თბილისს ვასალობას სთხოვს. და დასვა კითხვა, თუ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, ქართველებმა უნდა აირჩიონ, რა ურჩევნიათ,” უვიზო რეჟიმი თუ შევინარჩუნოთ საქართველო”.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)