|
2025-04-15 12:21:58, 672 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია
ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია - რაზე ვილაპარაკეთ არ მახსოვსო - ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ, აბა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე "სიგიჟეებს ჰყვებოდა". ზარქუას შეფასებით, გადადგომასთან დაკავშირებით გახარიამ "მხდალი" გადაწყვეტილება მიიღო. "გაფართოებული პოლიტსაბჭოსგან მხარდაჭერა მიიღო თავის მიერ მოთხოვნილ თემაზე, რომ მოგვეხსნა მანდატი [მელიასთვის]. ვერ გააკეთა, არ გააკეთა, მხდალი და მშიშარაა. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიტსაბჭოსგან მხარდაჭერის მიღებასა და გადადგომას შორის, ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია. იქ არ ვიცი, დააშინეს თუ რა უთხრეს, შემდეგ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მგონია, რომ ეს მხდალი გადაწყვეტილება იყო," - განაცხადა ზარქუამ.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)