|
2016-03-15 10:42:47, 534 ნახვა
საზოგადოება
სოლიდარობის ფონდმა შსს-ში საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა
„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და შს სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. სოლიდარობის ფონდში დონაციას შსს-ს 16 ათასზე მეტი თანამშრომელი სისტემატურად ახორციელებს. მათ მიერ ფონდში შეტანილი თანხის ოდენობა ყოველთვიურად 60 ათას ლარს აჭარბებს. ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს საქველმოქმედო სოციალური პროექტის მეშვეობით, სოლიდარობის ფონდში უკვე 40 ათას ლარზე მეტი გადაირიცხა. 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 55 000-ზე მეტი მხარდამჭერისა და 24 კერძო კომპანიის დახმარებით, საერთო ჯამში 5 963 960 ლარის მობილიზება მოახდინა.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)