|
2016-03-15 10:01:39, 343 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ეფკან ალას სამძიმრის წერილი გაუგზავნა. გიორგი მღებრიშვილი 13 მარტს თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას, ქმედებებს, რომლებსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. მჯერა, თურქეთის მთავრობა ძალას არ დაიშურებს, რათა აღმოფხვრას ყოველგვარი ტერორისტული აქტივობა თურქეთის ტერიტორიაზე. მწუხარების ჟამს, სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს. თურქ ხალხს გამძლეობასა და მხნეობას ვუსურვებთ“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)