|
2025-04-14 13:41:35, 721 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - გიორგი გახარია არის პარლამენტარი, კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ
გიორგი გახარია არის პარლამენტარი, ის და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, შესაბამისად კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას აქვს იმედი, რომ აიკრძალება ყველა პარტია, მათ შორის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა სურთ, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ მათი ოპოზიციური გაერთიანება დარჩეს. „გიორგი გახარია თავად იღებს გადაწყვეტილებებს. საზოგადოებას უბრალოდ მინდა, შევახსენო, რომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ეს კაცი არის პარლამენტარი, ის და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ. შესაბამისად კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, დიდი ეჭვები არსებობს, რომ იმედი აქვს, ყველა პარტია აიკრძალება. პირველ რიგში ჩვენს პარტიას ერჩიან, „ნაციონალურ მოძრაობას“. მის კანონგარეშე გამოცხადებას აპირებენ და ჩვენი საბუთების ჩამორთმევას, თორემ იდეას, „ნაციონალურ მოძრაობას“, ადამიანებს, გასაგებია, რომ ვერ გააუქმებენ. ამ პირობებში, როდესაც სხვა პარტიები არ იარსებებენ, თვითონ რაღაცნაირად უნდა, რომ გადარჩეს და მთელი ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციური ამომრჩეველი აქედან გამომდინარე მოიცვას, რომ მხოლოდ თვითონ იყოს რეგისტრირებული, როგორც ოპოზიციური ორგანიზაცია. ამის იმედი აქვთ ამ ადამიანებს, რაც თავისთავად არის აბსურდი. ჯერ ერთი, ასე არ ხდება დიქტატურულ რეჟიმებში და მეორეც, ასე რომც მოხდეს, არანაირი ოპოზიციური ხმები მათ სასარგებლოდ ნამდვილად, არ წავა“,- აღნიშნა ცისკარიშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია არის ცირკი. ცისკარიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააუქმებენ. „პირველივე დღიდან, არაერთი კომენტარი გაკეთდა, რომ ეს არის ცირკი, ეს არის პიარისთვის, მხოლოდ. იმას ემსახურება, რომ არამხოლოდ პოლიტიკური პიარული ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ორგანიზაციაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ ჩამოართვან საბუთები, გააუქმონ, კანონგარეშედ გამოაცხადონ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანებს იდეას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააუქმებენ. არანაირი წესდება და იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირება, ბეჭდური სხვადასხვა მასალა და საბუთები არაფერს არ ნიშნავს იმასთან შედარებით, რაც არის საქართველოს მომავალი, საქართველოს განვითარებისა და პროგრესის იდეა. ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების, ჩვენი უსაფრთხოების იდეა და ეკონომიკური წარმატების იდეა, რასაც ემსახურებოდა მიშა სააკაშვილი, მისი ადმინისტრაცია, რა დიდ წარმატებებსაც იმ ცხრა წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია, ეს იდეა აუცილებლად მოვა საქართველოში და თავის სიტყვას ჯერ კიდევ იტყვის. საბუთებს ჩამოართმევენ თუ არ ჩამოართმევენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს არის მეასეხარისხოვანი“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)