|
2025-04-10 20:28:39, 554 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციებით, საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი გრძელდება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ოთხი ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის დასანქცირება, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. „ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთს მხრიდან შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ ამიტომ არიან გაღიზიანებული, თუმცა ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, დღეს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირი დაასანქცირა. სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)