|
2025-04-10 17:00:13, 426 ნახვა
პოლიტიკა
ჯემალ გამახარია - მიმდინარე წლის ბიუჯეტი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული
წინა წელს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული პრობლემები და მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე არის ორიენტირებული, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და მიმდინარე წელს დაგეგმილი პრიორიტეტები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის მიერ წარდგენილი მოხსენება დადებითად შეაფასეს. „ჩვენმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, სადაც ყურადღება მთავრობის მუშაობის ფაქტობრივად ყველა მიმართულებაზე გამახვილდა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად მთელ რიგ საკითხებზე. წინა წელს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული პრობლემები და მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე არის ორიენტირებული“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავრობის ცნობთ, აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)